
იურისტი ლინგვისტი ყველასთვის
“მსოფლიო საზღვრების გარეშე” გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციას ყველანაირ ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირებულ დავაზე, ასევე საფრანგეთში თქვენი შემოსვლისა და შემდგომი ყოფნის პირობებზე. თარჯიმნის დახმარებით, იურისტისგან მოგეწოდებათ ინფორმაცია, რომელიც იქნება პერსონალიზებული და თქვენს სიტუაციას მორგებული.
ჩვენი საერთაშორისო სოლიდარული ასოციაცია დაარსდა 2009 წლის ოქტომბერს, რათა ეპასუხა გარკვეულ გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის ისე ახსნა, რომ ნებისმიერ უცხოელს, მისი წარმომავლობისა და შესაძლებლობების მიუხედავად, ქონოდა თავისი უფლებების დაცვის საშუალება საფრანგეთის ტერიტორიაზე.
იურიდიული დახმარება
გჭირდებათ იურისტი, რომელიც თქვენს ენაზე გიპასუხებთ იურიდიულ შეკითხვებზე.
მაგალითად: თქვენ მიიღეთ უარი ვიზაზე; გაქვთ შეკითხვები სამუშაო კონტრაქტის რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით; შეგხვდათ გარკვეული უთანხმოება ყოველდღიურ ცხოვრებაში; გსურთ ბიზნესის წამოწყება საფრანგეთში.

ცხელი ხაზი 24/24 და 7/7
დაუკავშირდით ჩვენს გუნდს ელექტრონული ფოსტის საშუალებით:

ენობრივი დახმარება
ჩვენი ჯგუფი მოგიძებნით თარჯიმანს, რომელიც ლაპარაკობს როგორც ფრანგულ, ასევე თქვენს მშობლიურ ენაზე.
მაგალითად: გჭირდებათ ადმინისტრაციული წერილის თარგმნა; საჭიროებთ ამა თუ იმ ვიზიტზე თარჯიმნის დახმარებას; გსურთ შვილის მასწავლებელთან გასაუბრება; ან გჭირდებათ ფორმის შევსება, რომელიც არ გესმით.

დაგვიკავშირდით
იმისთვის,რომ ისარგებლოთ ჩვენი ექსკლუზიური მომსახურებით, გაწევრიანდით ჩვენს ასოციაციაში, შეავსეთ საწევრო ფორმა ონლაინ.
